ჩინეთში პოლიციამ ქრისტიანული ეკლესიები დაარბია და ბიბლია დაწვა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 07.09.2018
ნანახია: 2446

ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ხელისუფლებამ ოთხ პროტესტანტულ ეკლესიაში რეიდები ჩაატარა. პოლიციელებმა დაარბიეს ეკლესიები, გაანადგურეს და რელიგიური ლიტერატურის ნაწილი, ნაწილის კი კონფისკაცია მოახდინეს. ისინი კი ვინც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, დააკავეს.

პოლიციელებმა ამოიღეს ხმოვანი აპარატურა, მუსიკალური ინსტრუმენტები და ლიტერატურა. ეკლესიების ქონების ნაწილი, მათ შორის ჯვრები და ბიბლიის ეგზემპლარები ადგილზე დაწვეს.

ადგილობრივი ქრისტიანული თემის წარმომადგენელთა თქმით, რეიდები ხშირად ტარდება. ისინი ამტკიცებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უამრავი ასეთი ინციდენტი მოხდა. უკეთეს შემთხვევაში პოლიცია ეკლესიებიდან მხოლოდ ჯვრებს ხსნის, უარეს შემთხვევაში კი ეკლესიას სამუდამოდ ხურავს.

პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს თითოეულ რეგიონში ორზე მეტი ეკლესია არ დარჩეს. რელიგიური დაწესებულებები მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფება. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიებში ძალის გამოყენებით ვიდოეკამერებს აყენებენ.

როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, ჩინეთში ქრისტიანობა სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

ახლანდელ ხელიხუფლებას სურს „რელიგიურ ჯგუფებში პატრიოტიზმი იხილოს“. ამიტომ სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს რეგულარულად კითხავენ სოციალიზმისადმი მათი ერთგულების დასადგენად. სოციალისტურ ლოზუნგებს პირდაპირ ტაძრების კედლებზე წერენ.

 ყველა რელიგიური დაწესებულება ვალდებლია თავის ტერიტორიაზე ჩინეთის დროშა აღმართოს. ამ ზაფხულს სახელმწიფო დროშა შაოლინის ტაძარაშიც აღმართეს, პირველად მისი არსებობის ისტორიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე