იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 07.09.2018
ნანახია: 896

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. 26 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.

ოთხშაბათს ღამით ჰოკაიდოზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი იბურის რაიონში დაფიქსირდა. კერა 37 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

აცუმის რაიონში, მიწისძვრას მეწყერი მოყვა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კუნძულზე თითქმის სრულად გაითიშა ელექტროენერგია და 3 მილიონი სახლი შუქის გარეშე დარჩა. დღეს დილისთვის ელქტრომომარაგება 964 ათას სახლს აღუდგა. ელეტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა მაინც დასჭირდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე