მექსიკაში საიდუმლო სამარხში ადამიანის 166 თავის ქალა იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 07.09.2018
ნანახია: 820

მექსიკაში, ვერაკრუსის შტატში საიდუმლო სამარხი იპოვეს, სადაც ადამიანის 166 თავის ქალა აღმოჩნდა. ამის შესახებ შტატის პროკურორმა ხორხე უინკლერმა განაცხადა.
მისი თქმით, აგვისტოში მიიღეს ინფორმაცია ერთ-ერთი პირისგან სამარხის არსებობის შესახებ. 30-დღიანი მუშაობის შემდეგ სამართალდმაცველებმა 166 ადამიანის ნეშტს მიაგნეს.

ასევე აღმოჩენილია ტანსაცმლის ფრაგმენტები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და უამრავი პირადი ნივთი. ექსპერტების თქმით, სამარე ორი წლის წინ არის გათხრილი.

მექსიკაში მსგავსი შემაძრწუნებელი აღმოჩენები იშვიათობას არ წარმოადგენს. მანამდე ხელისუფლებამ საიდუმლო საფლავები ჰალისკოს, ჰერეროს, ვერაკრუსისა და მორელოსის შტატებში პოვეს. დამნაშავეები ამ გზით მალავენ მოკლულების ცხედრებს ნარკომაფიის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ.  






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე