მშენებარე კორპუსის გამო მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 07.09.2018
ნანახია: 686

თბილისში, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოინგრა.

ცნობისთვის, ყიფიანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის გამო კლდე 31 მაისს ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა და მშენებარე კომპანიას უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა.

ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე