პოლიციელს, რომელიც მარიხუანის კულტივაციისთვის დააკავეს, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:27 | 07.09.2018
ნანახია: 843

ჩოხატაურში დაკავებულ პოლიციელს, რომელსაც გამოძიება მარიხუანის კულტივაციას ედავება, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. პატრულის თანამშრომლის მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს კანაფი არ ჰქონდა და ოჯახშიც ამის შესახებ არაფერი იციან.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი  გუშინ დააკავეს. ჩხრეკის შედეგად მისი საცხოვრებელი სახლიდან 14 ძირი კანაფი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ამავე უწყების თანამშრომელს მარიხუანა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოჰყავდა. პოლიციელს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სპეცოპერაცია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩხაკაურაში ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე