გასულ ზაფხულს ზღვასა და მდინარეებში 51 ადამიანი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 17:05 | 06.09.2018
ნანახია: 707

გასული ზაფხულის განმავლობაში, კერძოდ, 1 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო.

ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხი ავრცელებს. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, დაღუპულებს შორის უმრავლესობა 27 ადამიანი მდინარეებში დაიხრჩო, 10 ზღვაში, ხოლო 14 ტბაში.

ამავე პერიოდში მაშველების მიერ მდინარეებში, ზღვასა და ტბებში გადარჩენილთა რაოდენობამ 316 შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე