თბილისში ადრიანო ჩელენტანოს ნაცვლად მისი ორეული ჩამოვა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 06.09.2018
ნანახია: 1832

3 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ადრიანო ჩელენტანოს შოუს თავად ჩელენტანოს გარეშე, მისი ორეული ადოლფო სებასტიანი გამართავს.

კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება და მისი ღირებულება 25 ლარიდან იწყება.

ცნობისთვის, ადოლფო სებასტიანი ადრიანო ჩელენტანოს ოფიციალური ორეული 2002 წელს გახდა და მას შემდეგ, ჩელენტანოს ლიცენზიით მსოფლიოს გარშემო ატარებს კონცერტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე