საუდის არაბეთში სოციალურ ქსელში ხუმრობისთვის მომხმარებლებს პატიმრობა ემუქრებათ

საქართველო, თბილისი - 15:09 | 06.09.2018
ნანახია: 883

საუდის არაბეთში შემოიღეს ახალი კანონი, რომლის თანახმად, სოციალური ქსელის მომხმარებლებს რელიგიის თემაზე სატირული პოსტებისთვის დააპატიმრებენ. ამის შესახებ The Independent-ი იუწყება.

იმ პირებს, რომლებიც სოციალიურ ქსელში მსგავსი შინაარისის პოსტებს გამოაქვეყნებენ, ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამის გარდა, მათ დაეკისრებათ 800 ათასი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდაც.

2012 წელს საუდის არაბეთში ერთ-ერთ ბლოგერს 10-წლიანი პატიმრობა და ათასი როზგი მიესაჯა კიბეერდანაშაულისა და ისლამის შეურაცხყოფისათვის. The Independent-ის ცნობით, საუდის არაბეთის მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის სოციალური ქსელების ყველაზე აქტიური მომხმარებელია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე