თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის 33-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 06.09.2018
ნანახია: 713

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის 33-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.

ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე