ლუკაშენკომ 60 ტონა კარტოფილისა და 42 ტონა საზამთროს მოსავალი აიღო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:14 | 06.09.2018
ნანახია: 757

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის ნაკვეთში კარტოფილისა და ბაღჩეულის მოსავალი აიღო. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრრეს- სამსახური იტყობინება.

პრეს-სამსახურის განცხადებით, საპრეზიდენტო ნაკვეთში სულ კარტოფილის რამდნიმე სახეობა მოდის. გვალვიანი ზაფხულის მიუხედავად, კარტოფილის კარგი მოსავალი მოვიდა. აღსანიშნავია, რომ 1,5 ჰექტარის ფართობიდან 60 ტონა კარტოფილი აიღეს.

პრეზიდენტი კმაყოფილია საზამთროს მოსავლითაც, 1,6 ჰექტარ ფართობზე მან 42 ტონა საზამთრო აიღო. პრეს-სამსახურის განცხადებით, პრეზიდნტის საკარმიდამო ნაკვეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე