ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 06.09.2018
ნანახია: 870

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ამიტომ უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და აქციების დაწყებას გეგმავს.

"კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი და ვინ ვის აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა",- განაცხადა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე