ინდოეთში ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირისთვის აღარ დაისჯებიან

საქართველო, თბილისი - 12:48 | 06.09.2018
ნანახია: 649

ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქვეყანაში ჰომოსექსუალური კავშირისთვის მოქალაქეებს ჯარიმა ან ხუთ წლამდე პატიმრონა აღარ მიესჯებათ.

377 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს „არაბუნებრივ დანაშაულებებზე“, ძალაში 1861 წელს შევიდა, როდესაც ინდოეთი დიდი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა.

მოსამართლეების აზრით, 377 მუხლი წარმოადგენდა „ანაქრონიულ კოლონიურ  სამართალს“ და ეფუძნებოდა ღრმად გამჯდარ  გენდერულ სტერეოტიპებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე