იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 06.09.2018
ნანახია: 808

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იბურის რაიონში მდებარეობდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 125, ხოლო 39 დაკარგულად არის მიჩნეული.
კუნძულზე შეწყვეტილია ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის გარეშე სამ მილიონამდე სახლია დარჩენილი. ხელისუფლების თქმით, ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება ელექტროენერგია.

სამაშველო ოპერაციებში ჩართულია შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ოცი ათასი თანამშრომელი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე