ლეგენდარული მსახიობი რობერტ დე ნირო 75 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 17.08.2018
ნანახია: 1344

რობერტ დე ნირო 75 წლის გახდა. ცნობილი ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი რობერტ დე ნირო (უმცროსი) 1943 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული, განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლიმამა II“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.

დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლიმამა II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე