თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი თიბისი სტატუსმა დააფინანსა
საქართველო, თბილისი - 11:30 | 15.08.2018 ნანახია: 1767თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“ გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც თედო რეხვიაშვილის რამდენიმე ნამუშევართან ერთად მსურველებს ისეთი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეუძლიათ, როგორებიც არიან: გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, გია ბუღაძე, ვახო ბუღაძე, რიტა ხაჩატურიანი, თუთუ კილაძე, ლალი ზამბახიძე, ნინო ჩაკვეტაძე, ვანო აბულაძე, ნინო ფერაძე, ვახო მუსხელი და სხვები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ახალგაზრდა მხატვრის სასწავლებლად წასვლას მოხმარდება.
თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულში მოხვდა, რის საფუძველზეც მაქსიმალური - 15 000 დოლარის გრანტი მოიპოვა, თუმცა აღნიშნული თანხა აკადემიაში სწავლისთვის საკმარისი არ არის.
თედო რეხვიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2015 წლიდან აქვს საკუთარი სტუდია, სადაც ბავშვებსა და აბიტურიენტებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლის. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებს, მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვა.
2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისთვის პრემია „ჟირაფი“ გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია.
თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა გალერეაში „ვანდა“ 21 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოფენის პარალელურად გასაყიდად წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს ონლაინ კატალოგშიც შეუძლიათ ვებ-გვერდზე - https://bit.ly/2MkbgYp
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა