თელავში 55 წლამდე მამაკაცს განათების ბოძი დაეცა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 08.08.2018
ნანახია: 1075

თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 55 წლის მამაკაცს განათების ბოძი დაეცა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბოძის მოწყვეტა სატვირთო ავტომობილის დაჯახებამ გამოიწვია. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე