ლეგენდარული მზარეული ჟოელ რობიუშონი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 06.08.2018
ნანახია: 1251

ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული, რომელიც „საუკუნის მზარეულის“ ტიტულს ატარებდა, ჟოელ რობიუშონი შვეიცარიაში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გაზეთ Figaro-ს ინფორმაციით გარდაცვვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. ის ჟენევაში გარდაიცვალა. 

რობიუშონი 1945 წლის აპრილს დაიბადა. პატარაობიდანვე დაიწყო კულინარიის შესწავლა და მიაღწია თავისი პროფესიის მწვერვალებს. მოიპოვა არაერთი ჯილდო. მათ შორის პრესტიჟული სამი - მაქსიმალური რაოდენობის - მიშლენის მეგზურის ვარსკვლავი.

მზარეულმა, რომელსაც ჰქონდა მინიჭებული საუკუნის მზარეულის ტიტული გახსნა რამდენიმე რესტორანი. მას მიყავდა კულინარიული გადაცემები და გადმოსცემდა თავის ცოდნას მოსწავლეებისთვის, რომელთა შორის იყო ისეთი ცნობილი კულინარი, როგორიცაა გორდონ რამზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე