სტამბოლში, რუსეთის და მსოფლიო პატრიარქები ერთმანეთს შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 11:34 | 06.08.2018
ნანახია: 954

31 აგვისტოს, რუსეთის პატრიარქი კირილი ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში განთავსებულ მსოფლიო საპატრიარქოს ეწვევა. ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქოს სამდივნო ავრცელებს.

სავარაუდოდ, ორ საეკლესიო მაღალიერარქს შორის საუბრის მთავარი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლისა აპრილში, რადას თანხმობით, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს მიმართვა გაუგზავნა, სადაც ის ითხოვდა უკრაინის ეკლესიის რუსეთის ეკლესიის იურისდიქციისგან გათავისუფლებას და ავტოკეფალიის მოპოვებაში მხარდაჭერას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე