ინდონეზიაში მიწისძვრას 91 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 06.08.2018
ნანახია: 798

ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარ მიწისძვრას 91 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი თქმით, 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხეულის სერიოზუილ დაზიანებები. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, რადგან ჯერჯერობით მაშველები ვერ ახერხებენ რთულად მისადგომ რეგიონებამდე მისვლას. 

ცნობისთვის, 6,6 ბალიანი მიწისძვრა ინდონეზიაში დღეს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დაფიქსირდა 49 კილომეტრის მოშორებით ქალაქ მატარამიდან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე