ბრიტანეთი სირიაში კიდევ 8 ბომბდამშენს აგზავნის

საქართველო, თბილისი - 15:55 | 03.12.2015
ნანახია: 1637

ბრიტანეთი სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების წინააღმდეგ კიდევ 8 ბომბდაშენს აგზავნის. ამის შესახებ ბი-ბი-სის ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განუცხადა.

თვითმფრინავები კვიპროსში აკროტირის ავიაბაზაზე იმყოფებიან, სიადანაც რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ფრენები ხორციელდება.

ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ პირველი ავიადარტყმები სირიის ჩრდილოეთით ნავთობის საბადოების რაიონში წარმატებით განახორციელა.

დიდი ბრიტანეთი წელიწადზე მეტია ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს ბომბავს. პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი სირიის ტერიტორიაზე ოპერაციის გაფართოვების ინიციატივით რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე