ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 02.08.2018
ნანახია: 947

ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცი ხის ქვეშ მოექცა. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟს სამაშველო სამსახურთან ერთად ურთულეს რელიეფზე ფეხით გადაადგილებისთვის 1 საათი და 25 წთ დასჭირდა.

მამაკაცი, რომელსაც წელისა და ქვედა კიდურების ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრებს მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ თალაკვაძე: „მადლობას ვუხდი ჩვენს ექიმ ნათელა ვარდოშვილს, ექთან ნათია სეფიაშვილსა და მძღოლს, დავით გიგაურს. დღეს თქვენ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ!“




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე