პრეზიდენტმა 83 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის ერთი უვადო მსჯავრდებულია

საქართველო, თბილისი - 12:15 | 02.08.2018
ნანახია: 1163

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა. აღნიშნული ინფორმაცია შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.

ქორიძის განცხადებით, 40 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი, სასჯელის შეუმცირდება. შეწყალებულთა შორის სამი ქალი, ერთი არასრულწლოვანი და ერთი უვადო მსჯავრდებულია.

„83 მსჯავრდებულს შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. სულ შეწყალებულთა შორის არის სამი ქალი მსჯავრდებული, მათგან ერთ დღესვე გათავისუფლდება, ხოლო ორს შეუმცირდათ სასჯელი. არის ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულიც“, – განაცხადა ქორიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე