ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარი თვითდაზიანების შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 01.08.2018
ნანახია: 1046

ქსნის N15-ე დაწესებულების მსჯავრდებული ა.ც. მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ა.ც.-მ ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. დაზიანებული მსჯავრდებული მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე