სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოითხოვა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვება - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 12:08 | 31.07.2018
ნანახია: 164

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვება უკვე მოითხოვა. 

„დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოითხოვა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვება“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.