მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 22:25 | 30.07.2018
ნანახია: 1285

ფოთში, მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. 51 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალბატონი ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა ძლიერი შტორმის გამო ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოუწოდებს მოქალაქეებს, შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში შესვლა (მათ შორის წყლის ტრანსპორტით) აკრძალულია.

საშტორმო გაფრთხილება მოქმედებს 31 ივლისის 10:00 საათამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე