ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 12:03 | 30.07.2018
ნანახია: 917

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი გოგონა დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე