სერგო რატიანი: შსს-ს ზოგიერთი არასრულწლოვანი არც გამოუკითხავს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 27.07.2018
ნანახია: 236

შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი გამოკითხულიც არ იყო, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“გრძელდება არასრულწლოვნების გამოკითხვა. ფაქტობრივად, ბოლოსკენ ვართ გასული. ზოგადად, გუშინაც ვთქვით, რომ არის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც ოპერატიულ რეჟიმში ჩვენ შს სამინისტროს ვაწვდით და მოგეხსენებათ ისიც, რომ შს სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი დაკითხულიც არ იყო“, - განაცხადა რატიანმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე