ანტალიაში ქართველი ტურისტები ტანსაცმლის მოპარვისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 27.07.2018
ნანახია: 1376

თურქეთში, ანტალიაში 17 და 19 წლის ქართველი ტურისტები მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გასახდელში რამდენიმე ნივთი შეიტანა და ტანსაცმელზე დამაგრებული ჩიპები მოხსნა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე მოგვიანებით იმავე მაღაზიაში კიდევ ერთხელ მივიდა. მას თან კიდევ ერთი 19 წლის ქართველი ახლდა. ამის შემდეგ დაუკავშირდა მაღაზიის მეპატრონე პოლიციას.

საქართველოს ორივე მოქალაქე დააკავეს. 

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკის დროს ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელად საჭირო აღჭურვილობა ამოიღეს. 

თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე