თბილისს კორპორაცია მიცუბიშის სამუშაო ჯგუფი ეწვია

საქართველო, თბილისი - 15:22 | 03.12.2015
ნანახია: 1406

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი პერტაია, დღეს კორპორაცია მიცუბიშის წარმომადგენლებს შეხვადა.

კომპანიის რეგიონალური ვიცე პრეზიდენტი ჰიროში მიოში დაინტერესდა საქართველოში ინვესტიციით, კერძოდ ენერგეტიკის სექტორით. შეხვედრა მიცუბიშის წარმომადგენლების საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მიცუბიშის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი საქართველოს წელს ქ.დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015 წლის საზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მიცუბიშის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იორი ჰიკოკო ჯიმას შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, სადაც კორპორაციის ხელმძღვანელმა საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობით დაინტერესდა.

„მიცუბიში“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც ფლობს ბიზნესს მსოფლიოს 90 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 68 ათასი ადამიანი . 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე