დიდების ხეივანში დონალდ ტრამპის ვარსკვლავი გატეხეს

საქართველო, თბილისი - 16:31 | 26.07.2018
ნანახია: 844

ჰოლივუდის დიდების ხეივანში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვარსკვლავი გატეხეს, არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა წერაქვი გიტარის ფუტლიარით მიიტანა, ვარსკვლავი დააზიანა და დანაშაულის ადგილზე დატოვა. თავისი ქმედების შესახებ მამაკაცმა ლოს ანჯელესის პოლიციას თვითონვე უამბო, შემდეგ კი ხელისუფლებას ჩაბარდა. მისი მოტივები უცნობია.

დონალდ ტრამპმა დიდების ხეივანში ვარსკვლავი 2007 წელს სატელევიზო შოუს პროდიუსერობისთვის  მიიღო. ვარსკვლავი ორი წლის წინაც დააზიანეს. მის შეკეთებას მაშინ რამდენიმე კვირა დასჭირდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე