ლონდონში ისტორიულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 26.07.2018
ნანახია: 824

ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით ჰემპსტედის რაიონში ისტორიული შენობა იწვის. შენობის მეხუთე სართულზე გაჩენილ ხანძარს 15 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე ებრძვის.

ცეცხლი მეოთხე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი სხვენზე გავრცელდა. საწყის ეტაპზე  ხანძარი ხუთი მილის დაშორებით ლონდონის სხვადასხვა რაოინიდან ჩანდა. შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზეთი Mirror-ი წერს, რომ საუბარია Welbeck Mansions-ის ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსზე. შენობა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს - ვიქტორიანულ ეპოქას ეკუთვნის.

ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე