მარსზე ტბა აღმოაჩინეს, სადაც წყალი თხევად მდგომარეობაშია

საქართველო, თბილისი - 11:07 | 26.07.2018
ნანახია: 2994

იტალიელმა მეცნიერებმა სპეციალური რადარის მეშვეობით მარსზე მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ტბაში, წყალი თხევად მდგომარეობაშია.

აღმოჩენა MARSIS-ის რადარის მეშვეობით მოხერხდა. ტბა მიწისა და ყინულის ფენის ქვეშ 1,5 კმ-ის სიღრმეში, პლანეტის სამხრეთ პოლუსზე მდებარეობს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მარსზე დიდ მიწისქვეშა ტბას მიაკვლიეს. დღემდე წითელ პლანეტაზე  ასეთი დიდი რაოდენობით წყლის მარაგისთვის არ მიუგნიათ.

„სავარაუდოდ, ტბა ცივია და ძალიან მარილიანი. რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქ სიცოცხლე არ იარსებებს“, - ნათქვამია ჟურნალ  Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 ამასთან, როგორც Science წერს, ეს აღმოჩენა მეცნიერებს უბიძგებს იმისკენ, რომ მარსზე სხვა მსგავსი ტბებიც ეძებონ იმ იმედით, რომ იქ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.

ჟურნალი აღნიშნავს, რომ წარსულში მარსის ზედაპირზე დიდი რაოდერნობით წყალი იყო. ამიტომ დღემდე პლანეტაზე შესაძლებელია დამშრალი მდინარეების კვალის დანახვა. თუმცა დროთა განმავლობაში მარსის ატმოსფერო შეიცვალა და ახლა ზედაპირზე წყლის ნებისმიერი სითხე  ორთქლდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე