სირიაში ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობა 221-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 26.07.2018
ნანახია: 828

სულ მცირე 221 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ სუვეიდში ტერაქტების შედეგად.

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 127 სამოქალაქო პირია. დაშავებულთა რაოდენობა უცნობია, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტელერახ „ალ არაბიას“ ცნობით, სამმა ტერორისტმა ქალაქ სუვეიდში თავი აიფეთქა, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მედიისვე ცნობით, სამართალდამცველებმა კიდევ ორი ტერაქტი აღკვეთეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე