ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა ბრიჯიტ ბარდოს უმასპინძლეს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 25.07.2018
ნანახია: 1101

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა ელისეის სასახლეში მსახიობ ბრიჯიტ ბარდოს უმასპინძლეს. ეს კერძო ღონისძიება იყო და მან კამერების გარეშე ჩაიარა. პირველმა ლედიმ ნეიტრალური სამოსი - ლურჯი ჯინსები და მკაცრი თეთრი ფერის პერანგი შეარჩია.

კინოლეგენდა, რომელსაც სექტემბერში 84 წლის გახდება, შესანიშნავად და ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა.

დღის წესრიგი ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემას ეხებოდა. ბარდო,  რომელიც ცხოველების დაცვის ფონდის დამფუძნებელია, მანამდე მაკრონს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მისი აზირით, ის ამ სფეროთი დაინსტერესებული არ იყო. ახლა კი პრეზიდენტთან დაკავშირებით მისი აზრი შეიცვალა.

„მე უნდობლობით ვუყურებდი მაკრონს და ძალიან გავოცდი, როდესაც მისი ყურადღება, სერიოზულობა და კარგი დამოკიდებულება დავინახე, რაც ჩემთან შეხვედრის დროს გამოავლინა“, - აღნიშნა მსახიობმა.

შეხვედრაზე პრეზიდენტი ბარდოს დაპირდა, რომ სასაკლაოები კამერებით აღიჭურვება და გალიებში მოთავსებული წიწილების გაყიდვა აიკრძალება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე