საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 25.07.2018
ნანახია: 895

საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება, დაშავებულია 187 ადამიანი, მათ შორის 24 ბავშვია.

საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ვითარებას ართულებს ქარიც, რის გამოც მეხანძრეებს ცეცხლთან გამკლავება უჭირს. სტიქიის ზონაში ხანძრის ჩაქრობის პარალელურად ცეცხლის ახალი კერები ისევ  ჩნდება. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

პროკურატურამ ცეცხლის გაჩენის მიზეზების გამოძიება დაიწყო. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისთვის სამხედროები ემზადებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე