დავუთოღლუმ რუსეთის ბრალდება საბჭოთა პროპაგანდას შეადარა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 03.12.2015
ნანახია: 1573

თურქეთის პრემიერ-მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს რუსეთის ბრალდება "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებადი ტერიტორიებიდან თურქეთში კონტრაბანდული ნავთობის მიწოდების შესახებ ”ცივი ომის დროინდელ პროპაგანდისტულ საბჭოთა მანქანას აგონებს. ამის შესახებ Daily Sabah-ი იტყობინება.

დავუთოღლუს თქმით, გაზეთ ”პრავდას” სტილში რუსეთის ცილისწამება მიმართულია იმისკენ, რომ მან მეზობლებთან პრობლემები დამალოს. პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში თურქეთის საზღვარზე მებრძოლების განადგურების ძალისხმევას აზიანებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, თურქეთს ”ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნავთობის უზარმაზარი მოცულობა მიეწოდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვის თქმით, თურქეთის ხელისუფლებას პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ჩათვლით, სირიასა და ერაყში უკანონოდ მოპოვებული ნავთობი თურქეთში გააქვთ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე