ისრაელის არმიამ სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო

საქართველო, თბილისი - 16:56 | 24.07.2018
ნანახია: 774

ისრაელის არმიამ საჰაერო თავდაცვის სიტემა „პეტრიოტი“ აამოქმედა სირიის მოიერიშეს წინააღმდეგ, რომელმაც ისრაელის საჰაერო სვრცე დაარღვია. ისრაელის მხარის განცხადებით თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში ორი კილომეტრის სიღრმეში შეიჭრა.

თვითმფრინავს ორი რაკეტა ესროლეს. პილოტების ბედი უცნობია.

არმიის წარმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავი დაკვირვების ქვეშ აიყვანეს, როდესაც მან ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე