თეთნულდზე მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს

საქართველო, თბილისი - 15:48 | 24.07.2018
ნანახია: 762

თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

მათივე ცნობით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა.

ცნობისთვის, თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე