საბერძნეთში საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 12:32 | 24.07.2018
ნანახია: 780

საბერძნეთში საქართველოს საელჩო სრულად არის მობილიზებული, ვეძებთ საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომელსაც ოჯახი ვერ უკავშირდება, თუკი სიახლე ინება, საზოგადოებას ვაცნობებთ,- ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იყო სამი მომართვა, გვიან ღამით შევძელით ცეცხლის ზონებიდან მათი გამოყვანა. დილის მონაცემებით, შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილებსა და ჰოსპიტალში გადაყვანილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ვეძებთ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ვერ უკავშირდება ოჯახი და ამის გამო, ვართ შსს-სთან მუდმივ კავშირზე. ხანძარი არის შედარებით ლოკალიზებული, საფრთხე იკლებს. მეტი მომართვა დილის მონაცემებით არ ყოფილა, ვიმოქმედებთ სიტუაციის შესაბამისად. საელჩო სრულადაა მობილიზებული. განახლებულ ინფორმაციას ვიღებთ ყოველ საათში და თუ სიახლე იქნა, ბუნებრივია, საზოგადოებას ვაცნობებთ ამის შესახებ“,-განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.  საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე  +306995779793  შეუძლიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე