ბათუმში “BATUMBUILD 2015"-ი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:18 | 03.12.2015
ნანახია: 1404

 17-19 დეკემბერს, ბათუმში, მე-5 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა “BATUMBUILD 2015"-ი გაიმართება. BATUMBUILD 2015"-ის ორგანიზატორია საგამოფენო  კომპანია ’’GEONET EXPO’’-ი და ის სასტუმრო . „შერატონში“ შედგება.

 გამოფენის ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაში წელს პირველად, საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც  კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ, რაც ისევ და ისევ ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ ზრდას ჩვენს რეგიონში.

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, როგორიც არის სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი.

გამოფენა ფართო მაშტაბის მატარებელია, მასში ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. "ბათუმის მე-5 საერთაშორისო სამშენებლო და დიზაინის გამოფენა 2015"–ში მონაწილეობენ  როგორც  ადგილობრივი,  ისე  უცხოური  კომპანიები.  გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია თუ სერვისი ფართო მომხმარებელს, გაცვალოს ბიზნეს კონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი,  სომხეთი, პოლონეთი,  უკრაინა, რუსეთი და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას   იგეგმება   სარეკლამო,   საინფორმაციო   ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

„BATUMBUILD 2015“ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის ტელევიზია – მედია მხარდამჭერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე