Femen-ის დამფუძნებელმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 24.07.2018
ნანახია: 873

ქალთა საერთაშორისო მოძრაობა Femen-ის დამფუძნებელმა და მხატვარმა ოქსანა შაჩკომ თავი მოიკლა.

ამის შესახებ ფემინისტური ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ოქსანამ თავი 23 ივლისს პარიზში, თავის საცხოვრებელ სახლში მოიკლა. მისი ცხედარი ექპერტიზაზეა გადაყვანილი.

ოქსანას ბოლო პერიოდში ბევრი გამოფენა ჰქონდა, რაც მედიის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ოქსანამ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. მესამე მცდელობა კი სიკვდილით დასრულდა.

აქტივისტის თვითმკვლელობის ფაქტი დაადასტურა Femen-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ანა გუცოლმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე