საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 24.07.2018
ნანახია: 849

საბერძენთის დედაქალაქ ათენის სიახლოვეს ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით, წითელი ჯვრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ათენის აღმოსავლეთით კურორტ მათის სანაპიროსთან 26 ცხედარი იპოვეს. მედიისვე ცნობით, ადამიანები ზღვასთან მისვლას ცდილობდნენ, რათა ხანძრისგან თავი დაეღწიათ.

 ხანძრის ჩაქრობის ოპეარციაში მონაწილეობს ათობით მეხანძრე, სამი სახანძრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, მაგრამ ძლიერი ქარი მათ ცეცხლზე კონტროლის დამყარებაში ხელს უშლის. საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითა და დასავლეთით მდებარე რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე