ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 14:06 | 23.07.2018
ნანახია: 1378

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი დამასკოში სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან შესახვედრად გაემგზავრა. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. მრჩეველმა დავით გაზაათმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან შეხვედრას გამართვას. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია დამასკოში უკვე გაფრინდა.

როგორც რუსული მედია წერს, ე.წ. ვიზიტის დროს მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ მეგობრობისა და თანამშრომლობის ე.წ. ხელშეკრულებას.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ 29 მაისს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის  მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ ვენესუელამ, ტუვალუმ, ვანუატუმ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე