საპრეზიდენტო კანდიდატი უახლოეს დღეებში დასახელდება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:19 | 23.07.2018
ნანახია: 730

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.  

„კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს, საუბარი არის რამდენიმე კანდიდატურაზე. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უახლოეს მომავალში, კანონის შესაბამისად, დასახელდება“,-განაცხადა კახა კალაძემ.


შეკითხვაზე, განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.

„ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა თბილისის მერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე