ნევადას შტატში ეკლესიაში მომხდარ სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 23.07.2018
ნანახია: 751

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ამერიკის ნევადას შტატში მორმონების ეკლესიაში მომხდარი სროლისას. ამის შესახებ ტელერახი FOX-ი პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. ინციდენტი ქალაქ ფალონის Church of Jesus Christ of Latter-day Saints-ის ეკლესიაში მოხდა.

ტელეარხის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. სავარაუდოდ სროლა ეკლესიის წევრმა ჯონ ოკონორმა განახორციელა. რამდენიმე გასროლის შემდეგ ის სახლში წავიდა. მოგვიანებით კი პოლიციას ჩაბარდა. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.

ეკლესიაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის აზრით, მსროლელს ცალკეულ პიროვნებს დაესხა თავს და არა ეკლესიას. პოლიციელთა განცხადებით, მოტივებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე