20 – დან 23 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება

საქართველო, თბილისი - 17:46 | 19.07.2018
ნანახია: 811

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე