ნეაპოლში კრიშტიანუ რონალდუს გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდი იყიდება

საქართველო, თბილისი - 17:21 | 19.07.2018
ნანახია: 1295

იტალიის ქალაქ ნეაპოლის მაღაზიებში გამოჩნდა ტუალეტის ქაღალდი პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს გამოსახულებით. ამ ფორმით საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა გამოხატეს უკმაყოფილება მათ მეტოქე გუნდში რონალდუს ტრანსფერით.
ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადრე „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა გაყიდეს ტუალეტის ქაღალდი მათი კლუბიდან გონსალო იგუაინას „იუვენტუსში“ გადასვლის გამო.

შეგახსენებთ, 10 ივლისს ცნობილი გახდა მადრიდის „რელიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ რონალდუს ტრანსფერის შესახებ. კრიშტიანუს კონტრაქტი იტალიურ კლუბთან ოთხწლიანია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე