დაძინებამდე 2 საათით ადრე ვახშმობა ძუძუსა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ზრდის

საქართველო, თბილისი - 15:38 | 19.07.2018
ნანახია: 1971

ბარსელონას ჯანდაცვის ინსტიტუტის მკველვარებმა დაასკვნეს, რომ დაძინებამდე ორი საათით ადრე ვახშმობა ძუძუსა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. მათი კვლევა ჟურნალ International Journal of Cancer-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა გააანალიზეს 621 პროსტატის კიბოთი და 1205 ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მონაცემები. ამის გარდა, მათ შეკრიბეს მოხალისეები, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებები არ აწუხებდათ. მათ გამოკითხეს ძილისა და კვების რეჟიმის შესახებ.

შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი, ვინც დაძინებამდე ორი საათით ადრე არ ვახშმობდნენ, ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი 16 პროცენტით დაბალი იყო, ხოლო პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი 26 პროცენტამდე იყო შემცირებული.

ეს რისკი გაცილებით დაბალი იყო ასევე ადრე დაძინების მოყვარულებისთვის და მათთვის ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავდა და ალკოჰოლს არ მიირთმევდა.

მეცნიერების თქმით, ონკოლოგიური დაავადებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა ჰორმონის აქტიურობას, რომლის მერყეობაც დამოკიდებულია ორგანიზმის დღიურ რიტმებზე. ამიტომ გვიან საკვების მიღება ერთ-ერთი მიზეზია დღიური რიტმების დარღვევისა , რაც საბოლოოდ კიბოს განვითარების რისკს იწვევს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს დაავადების 8 ათასიდან ერთ მილიონამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. კიბოსგან გარდაცვალების რაოდენობა ქალებში მეორე ადგილზეა. გაცილებით მაღალია დაავადება აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში.

წინამდებარე ჯირკვლის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ყოველ დღე მსოფლიოში პროსტატის კიბოთი დაავადების 400 ათასი შემთხვევა ვლინდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე