თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 19.07.2018
ნანახია: 926

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა, გაუქმებულია.

თურქეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს გადატრიალების მცდელობის შემდეგ 2016 წლის 15 ივლისიდან შვიდჯერ გააგრძელა. ამ პერიოდში შეზღუდული იყო მიტინგებისა და მასობრივი ღონისძიბების გამართვა.

მთვარობამ გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან დაითხია 130 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის იურისტები, აკადემიკოსები, მასწავლებლები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.

ოპოზიციისა და ევროპელი პოლიტიკოსების  კრიტიკის მიუხედავად, თურქეთის პრზეიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აღნიშნავდა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და ბიზნესს ხელს არ უშლიდა.

ამასთან, ერდოღანის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თუ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ახალი სააფრთხეები ისევ შეექმნება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ისევ ამოქმედდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე