2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 12:03 | 19.07.2018
ნანახია: 792

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში პასუხიმგებლობას აკისრებს.

 „დიახ, იმიტომ რომ ის ქვეყნის მეთაურია. ეს იგივეა, როგორც მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც აშშ-ში ხდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ჰელსინკის სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს განუმარტა, რომ ვერ დაუშვებს არჩევნებში რუსეთის ჩარევას.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული მხარე არჩვნებში ერეოდა, თუმცა ამან მის შედეგებზე გავლენა ვერ მოახდინა. ამასთან თეთრი სახლის მეთაურმა არ გაიზიარა სპეცსამსახურების მოსაზრება, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ცდილობს ნოემბერში დანიშნულ აშშის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევას. თუმცა შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მედიამ რუსეთის შესახებ ტრამპის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე